“ვირუსებს არც წარმომავლობა, არც კანის ფერი და არც ის აინტერესებს, რამდენი ფული გაქვს ბანკში” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხი ტრამპს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდებს, რომ არ მოიხსენიოს COVID-19 ჩინურ ვირუსად.

„ვირუსები საზღვრებს არ ცნობენ და მათ ეთნიკური წარმომავლობა არ აინტერესებთ, არ აინტერესებთ არც კანის ფერი და არც ის რამდენი ფული გაქვს ბანკში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფრთხილათ ვიყოთ იმ ენასთან, რომელსაც ვიყენებთ“,- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რაიანმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსი ჩინურ ვირუსად რამდენჯერმე მოიხსნენია. გუშინ მან თავისი პოზიცია დაიცვა და აღნიშნა, რომ „ჩინური ვირუსი“ სულაც არ არის რასისტული გამონათქვამი.„ეს სულაც არ არის რასისტული. ის ჩინეთიდან მოდის, ამიტომაც ვამბობ“,- აღნიშნა ტრამპმა, ასევე  რამდენიმე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, მათ შორს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პოპმეომ, Covid-19 არაერთხელ მოიხსენიეს, როგორც „ჩინური ვირუსი.“

მსგავსი თემები