“პანდემიის ფონზე ევროპის საბჭოს ღირებულებები უცვლელი რჩება ყველა ევროპელისა და მთავრობისთვის” – დავით ზალკალიანი

“პანდემიის ფონზე ევროპის საბჭოს ღირებულებები უცვლელი რჩება ყველა ევროპელისა და მთავრობისთვის”, –  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპის საბჭოს ღირებულებები – ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა უცვლელი რჩება ყველა ევროპელისა და მთავრობისთვის.

“კორონავირუსის პანდემია გამოწვევის წინაშე აყენებს ერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ევროპაშიც. დღეს, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან უფრო მტკიცე სოლიდარობის დროა!” – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე. 

მსგავსი თემები