ქართველმა ებრაელმა, პატრიცია დელონმა ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს ხელფასებზე დანამატები ჩაურიცხა

საავადმყოფოს ოფიციალური გვერდი ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველმა ებრაელმა, პატრიცია დელონმა ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს ხელფასებზე დანამატები ჩაურიცხა, ამავე ქალბატონისგან თენგიზ ცერცვაძემ დაბადების დღეზე ნახატი მიიღო საჩუქრად. მოგეხსენებათ, ცნობილი ექიმი ბუების კოლექციონერია.

“კატეგორიულად ითხოვდა ამ ფაქტის აფიშირება არ მომხდარიყო, მაგრამ უნდა იცოდეს საზოგადოებამ მისი სახელი – პატრიცია დელონი! ბოქსირებული განყოფილების ექთნებს ხელფასზე დანამატი დაურიცხა და ასე გამოხატა თანადგომა… თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და მომავალ თვეს თუ საშუალება იქნება ექიმებს წაახალისებს… არც იუბილარი თენგიზ ცერცვაძე დავიწყებია. საჩუქრად საკუთარი ნახატი, თავისი და მამის, ილია დედიაშვილის პოეტური კრებულები უსახსოვრა. ექსპრომტად ლექსიც მიუძღვნა და ჯანმრთელობა უსურვა… მადლობა ქალბატონ პატრიციას! სიკეთე გადამდებია” – წერია საავადმუოფოს გვერდზე.

მსგავსი თემები