საქართველო ევროკავშირთან სექტორულ ინტეგრაციაზე მუშაობას იწყებს 

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო სრულიად ახალ ფორმატს იწყებს, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირში მის სექტორულ ინტეგრაციას. ეს იქნება უმაღლესი დონის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით.

​​საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში უკვე მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავება, რომლის განხორციელებაც კიდევ უფრო მეტ დინამიკას შესძენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს”, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

ქვეყნის პრემიერმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ასოცირების შესახებ შეთანხმების” ხელმოწერი​ს თარიღეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2014 წლის 27 ივნისი ისტორიული დღეს ქართველი ერისთვის, რომელმაც თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანა ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი.

პრემიერის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ასოცირების შესახებ შეთანხმების” ხელმოწერიდან, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით 4 წელი შესრულდა და ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ არა ერთ ხელშესახებ წარმატებას და შედეგს მიაღწია. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა, რაც ბახტაძის თქმით, მნიშვნელოვანი სარგებელია საქართველოს თითოეული მოქალაქეებისთვის.

მსგავსი თემები