„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა რაღაც ეტაპზე შესაძლოა დადგეს“ – გიორგი გახარია

“იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც  გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა დღეს არ არის, ხვალ თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყნის პრემიერის ინფორმაციით ხელისუფლების ყველა უწყება სიტუაციას ფლობს და ვირუსთან საბრძოლველად ყველა ბერკეტი გააჩნია.

„საგანგებო მდგომარეობა არ შესძენს მთავრობას ისეთ ინსტრუმენტებს, რომელიც დღეს არ გაგვაჩნია. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის საჭირო, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ და ასე გავაგრძელებთ. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს მკაფიოდ, დღეს, დღევანდელი მონაცემებით, იმ ობიექტური რეალობით და შეფასებით, რომელიც გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა დღეს არ არის, ხვალ თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს არის მართვის პროცესი, როგორ ვებრძოლოთ ვირუსს. შესაბამისად, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც დღეს გვჭირდება ეფექტური ბრძოლისთვის, გაგვაჩნია. როდესაც ეს ინსტრუმენტები დაგვიმთავრდება და აუცილებელი იქნება საგანგებო მდგომარეობა, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ“ – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები