“ქუჩის ბიჭების” სოლისტის მკვლელობაში ბრალდებულ ქალებს პატიმრობა შეეფარდათ 

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული თამთა ჯანჯღავა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ნათია თოფურია მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.
​თავად ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

მისი ადვოკატის, არჩილ შაბაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძესთან კონფლიქტი ვალს უკავშირდებოდა.

მომღერალი რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. შსს-ს თანამშრომლებმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ორი ქალი დააკავეს.

ირაკლი ნოზაძეს ოპერაცია ღუდუშაურის კლინიკაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომღერალს სავარაუდოდ დღეს დაკითხავენ და დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.

მსგავსი თემები