„პიკასოს“ დაჭრისთვის ბრალდებული ნარკოტიკებს მოიხმარდა  

 

მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ქალებს, თამთა ჯანჯღავასა და მის მეგობარ ნათია თოფურიას ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დაუდგინდათ. აღნიშნულს საქმის პროკურორი ადასტურებს და მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

პროკურორ თამარ მისაბიშვილის განმარტებით, მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი მათი მხრიდან მიმალვის და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხეა.

როგორც პროკურორმა განმარტა, ორივე ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კერძოდ, ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარება დაუდგინდა.

დაკითხვისას თამარ ჯანჯღავამ და ნათია თოფურიამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება კატეგორიულად უარყვეს.

მსგავსი თემები