ფოთში ექვსი ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება

ფოთში, თვითიზოლაციაში ექვსი ადამიანი იმყოფება.აქედან ერთი 18 წლისაა, დანარჩენები კი 30-დან 45 წლამდე ასაკის არიან.

„ერთი ჩამოსულია იტალიიდან, ერთი საფრანგეთიდან, ოთხი – გერმანიიდან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი. არც ერთს არ აღენიშნება ტემპერატურა. არიან ცალკე იზოლირებულ ოთახში. საკვების მიწოდება ხდება ოჯახის წევრების მიერ დისტანციურად.

ზოგს საპირფარეშო და სველი წერტილი საერთო აქვს, მაგრამ მუშავდება. არიან მკაცრად გაფრთხილებულები, იმ შუალედში, როდესაც ჩვენ არ ვურეკავთ, ოდნავაც რომ აუწიოთ ტემპერატურა ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს იგრძნობენ, დაგვიკავშირდნენ.

დღეისათვის სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი, ყველა იცავს იზოლაციის წესებს და არანაირ დარღვევს არ აქვს დგილი“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუამ.

თვითიზოლაციაში იმყოფება 13 მოქალაქეც წალენჯიხაში, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებოდნენ. წალენჯიხის მერის ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ.

მსგავსი თემები