სახელმწიფო უწყებების ნაწილი დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ

სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ნაწილი დროებით გადადის დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებს სამუშაო ადგილზე ყოფნას, საკუთარი სახლიდან, დისტანციურად შეასრულებენ სამუშაოს. ასეთი რეკომენდაცია ეძლევათ კერძო დაწესებულებებსაც.

„თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს უწყებების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას და არ უნდა აისახოს თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

სამინისტროების დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა არ ეხებათ მინისტრებს და მათ მოადგილეებს.

მსგავსი თემები