“შევცდი, ეს უღირსი საქციელი ჩავიდინე ღირსეულმა ადამიანმა – ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემ კოლეგებს, პროკურატურას” – დაკავებული პროკურორი

მე შევცდი, არ ვიცი როგორ, რანაირად. როცა თავად მე ღირსების მეტი არაფერი მქონია ცხოვრებაში, ეს უღირსი საქციელი ჩავიდინე ღირსეულმა ადამიანმა, – ამის შესახებ სასამართლო პროცესზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულმა პროკურორმა დავით შაკიაშვილმა განაცხადა.

მან სასამართლო პროცესზე მის კოლეგებს, პროკურატურას ბოდიში მოუხადა, ადვოკატებს კი გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

დავით შაკიაშვილმა მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება სთხოვა.

„დიდი მადლობა ყველას, იმისათვის რომ მობრძანდით. მე არავისთვის მითხოვია, რომ ჩემი ინტერესები დაიცავით-მეთქი. ერთი თხოვნა მაქვს, იმ ადამიანს შეეშვით, ვინც ეს გააკეთა, თავისიც ეყოფა. ძალიან დიდი ბოდიში მინდა ჩემ კოლეგებს მოვუხადო, პროკურატურას. ის ადამიანები იქ მუშაობენ 24 საათის განმავლობაში და მათ შორის, მეც ვემსახურებოდი სახელმწიფოს. ყველაფერს ვაკეთებდით, რომ კრიმინალი შეგევემცირებინა. მე შევცდი, არ ვიცი როგორ, რანაირად, როცა თავად მე ღირსების მეტი არაფერი მქონია ცხოვრებაში, ეს უღირსი საქციელი ჩავიდინე ღირსეულმა ადამიანმა. არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა. მივატოვე 2 ოჯახი, ერთი – პროკურატურა და მეორე ჩემი ნამდვილი ოჯახი, რომელიც ასე მივატოვე. ძლივს ამოვედით გაჭირვებიდან და ისევ უკან ჩავვარდით. მე გთხოვთ, რომ გამოიყენოთ გირაო”, – განაცხადა შაკიაშვილმა.

მსგავსი თემები