კორონავირუსზე ტესტებს თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩაატარებენ

“ახალ კორონავირუსზე ტესტებს თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩაატარებენ” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, აჭარასა და იმერეთში განთავსებული ლუგარის ცენტრის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიები ტესტირების ჩატარებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

ცნობისთვის, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სავარაუდო შემთხვევებზე ტესტებს აქამდე მხოლოდ თბილისში არსებული ლუგარის ლაბორატორია ატარებდა.

ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის მხოლოდ 15 შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველა პაციენტი სპეციალურ ბოქსირებულ განყოფილებებში მკურნალობს. კარანტინის რეჟიმში – 178, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56 პირი რჩება.

მსგავსი თემები