„საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ტყის ხანძრის 7 კერაა“- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ტყის ხანძრები ლიკანში, წალენჯიხასა და ქობულეთში ლიკვიდირებულია.

მათივე ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ტყის ხანძრის 7 კერაა შენარჩუნებული: გურიაში – ვაკიჯვარსა და გომის მთაზე, რაჭაში – კრიხში, ხვანჭკარასა და ონში, ქვემო ქართლში – თეთრიწყაროში, შიდა ქართლში – რკონსა და გოსტიბეში, საჩხერეში – სოფელ ჭალოვანში, სამეგრელოში – სოფელ ლიაში.

“ყველა კერაზე სიტუაცია სტაბილურია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ჯამში მობილიზებულია 1000-მდე მეხანძრე-მაშველი, რამდენიმე ათეული სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები