„ჯალათების სია გაფართოვდება“ – პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე  „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გაფართოვების პირობას იძლევა და ამბობს, რომ ამ სიაში  ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება.

„სიაში არის 33 ადამიანი და ყველა მათგანს ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულებებში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს არის სია, რომელიც აუცილებლად გაფართოვდება. სამართალდამცველი ორგანოები 24 საათი მუშაობენ ამ თემაზე. არა მარტო უშუალო შემსრულებლები, არამედ ამ სიაში მოხვდებიან ის ადამიანებიც, რომლებმაც დამნაშავეებს ხელი დააფარეს. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ გადადგა ამ მიმართულებით. ეს სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება“, – განაცხადა ბახტაძემ.

მსგავსი თემები