სრულებით გაუგებარი და კომიკური მთავრობა მივიღეთ – მანანა ნაჭყებია მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე

პოლიტიკური პარტია “ახალი მემარჯვენეების” წევრი მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერის თანამდებობიდან წასვლითა და მის ადგილას მამუკა ბახტაძის მოსვლით მნიშვნელოვანი სამთავრობო ცვლილებები არ განხორციელდება.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” სტუმრობისას მანანა ნაჭყებიან დღეს განაცხადა, ხელისუფლებას სათანადოდ არ აქვს გააზრებული ე.წ. მცირე მთავრობის მნიშვნელობადა შედეგად ქვეყანამ დღეს მიიღო სრულებით გაუგებარი და კომიკური მთავრობა. “მცირე მთავრობა” ნიშნავს სამთავრობო სტრუქტურების მაქსიმალურ დეცენტრალიზაციას და არა მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას, ასევე, მაქსიმალურად მცირე ჩარევას ბიზნესში.

​”ამ ახალგაზრდა ადამიანზე ნეგატიურ კონტექსტში ვერ ვისაუბრებ, მაგრამ იმდენად მყიფეა დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომ ნებისმიერ დროს ეს ყველაფერი შეიძლება ჩამოიშალოს. კვლავ ერთი ადამიანის გარშემო გაერთიანდა ხალხი. იმდენად დიდია დღეს ივანიშვილის გავლენა, რომ ძალიან მეეჭვება თუნდაც პრემიერ-მინისტრმა თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს. პარლამენტს არ აქვს გაცნობიერებული, რომ ის არ არის მთავრობის მონა და მისი ყველა ქმედება უნდა გააკრიტიკოს. ასეთ სიტუაციაში ძნელია რამეს მიაღწიოს ახალმა პრემიერმა”, – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

პოლიტიკოსის თქმით, მისთვის სრულებით გაუგებარია როგორ აპირებს მთავრობა ხაბიუჯეტო ხარჯების შემცირებას.

მსგავსი თემები