აზერბაიჯანის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს

საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, აზერბაიჯანის ერთ მოქალაქეს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს.

ექიმი ეპიდემიოლოგის მაკა ხმალაძის ინფორმაციით, ქალი ზაქათალიდან მოდიოდა, მას აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა, რის გამოც ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს.

“ქალს, რომელიც ზაქათალიდან მოდიოდა მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, ამიტომ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მივეცით. შევთავაზეთ კარანტინში მოთავსება, თუმცა უარი განაცხადა და აზერბაიჯანში დარჩენა ამჯობინა“, – განაცხადა დაავადებათა მაკა ხმალაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილება საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

მსგავსი თემები