სამარშრუტო ტაქსებს დეზინფექცია უტარდება, მძღოლებს კი ნიღბებს დაურიგებენ

  •  

„ჩვენს მიკროავტობუსებში დეზინფექციის პროცედურა დავიწყეთ. ეს პროცედურა, რა თქმა უნდა, ერთჯერადი არ იქნება, რეგულარულად ჩატარდება”, – ამის შესახებ „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ განაცხადა.

დავით ასანიძს თქმით, იგეგმება მძღოლებისთვის ნიღბების დარიგება. 

“ხსნარი, რომლითაც დეზინფექცია ტარდება, საკმაოდ მაღალი ხარისხის არის და როგორც მომწოდებელმა აგვიხსნა, მას მოქმედების დაახლოებით ერთკვირიანი ვადა აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვეცდებით, რომ ყოველდღე ჩავატაროთ დეზინფექცია. ყველა მიკროავტობუსში ჯერ ხდება ორთქლით დამუშავება, რომელიც დეზინფიცირებას უკეთებს, ეს ხსნარი პრევენციას აკეთებს, რომ მომავალში არ გავრცელდეს მიკრობები და ვირუსები მიკროავტობუსში. ასევე ვაპირებთ, რომ მძღოლებს დღეს საღამოდან დაურიგდებათ ნიღბები და თუ თვითონ მგზავრობის დროს არ მოიხსნიან, ჩვენ მივცემთ საშუალებას, ყველას ჰქონდეს საკმარისი რაოდენობა და დაცულად იგრძნონ მძღოლებმაც თავი“, – განაცხადა კომპანია „თბილისის მიკროავტობუსების“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ასანიძემ.

მსგავსი თემები