“ენდიაის” საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი თანამდებობას ტოვებს

„ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ლორა თორნტონი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას “ენდიაის”  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ.

მათი ინფორმაციით, „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის“ საქართველოს წარმომადგენლობაში ხელმძღვანელის შეცვლა გეგმური პროცესია.

ვინ შეცვლის მას და კონკრეტულად როდის ეყოლება „ენდიაის“ საქართველოს ოფისს ახალი ხელმძღვანელი, კვლევითი ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში ამის შესახებ ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.

ლორა თორნტონი „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ქართულ ოფისს 2014 წლის შემოდგომიდან ხელმძღვანელობს.

მსგავსი თემები