„საქართველოში დღეისთვის იზოლაციაში 97 ადამიანია“- ამირან გამყრელიძე

„საქართველოში არის 171 შესაძლო შემთხვევა, რომელიც გამოკვლეული იქნა კლინიკურად და ლაბორატორიულად და სამი გვაქვს დადასტურებული“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე იმ სამ პაციენტზე საუბრობს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდა. ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით მათი მდგომარეობა სტაბილურია :

„ ადამიანები, რომლებსაც დაუდგინდათ კორონავირუსი, მოთავსებულები არიან ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია, დაავადება მიმდინარეობს მსუბუქი კლინიკური ნიშნებით. კარანტინულ იზოლაციაშია ამჟამად 97 ადამიანი იმყოფება, ზოგადად სამედიცინო დაწესებულებებში წევს 40 შესაძლო შემთხვევა“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, მისივე ინფორმაციით, დღეს დილით ლუგარში კიდევ 14 ნიმუში შევიდა, 2 ქუთაისიდან ,ერთი გორიდან და დანარჩენი ინფექციურიდან . აღნიშნული ტესტების პასუხები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.

ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ მოიმატა “а”ტიპის ვირუსმა.

მსგავსი თემები