„ევროპული საქართველო“ არის პარტია, რომელსაც ხალხის ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს“ – დავით ჭიჭინაძე

„რაც ხალხმა საკუთარი ღირსებით და სისხლის ფასად მოიპოვა, იმაზე არ შეიძლება  არც მთავრობასთან ივაჭრო კაბინეტებში და არც სადილებზე  გაცვალო უცხოელ პარტნიორებთან, რადგან პროპორციული არჩევნები კაბინეტებში, სადილებზე და ვახშმებზე არ მიუღიათ!“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის წარმოებულ მოლაპარაკებებს.

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაზე ხელისუფლებას და ოპოზიციას იმ შეხვედრების გამო აკრიტიკებს, რაც არჩევნების ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე რაუნდად მიმდინარეობს. იგი ხალხის ინტერესების კულუარულ განხილვას ამორალურს უწოდებს და თვის, რომ ხალხი ორივე მხარემ „თამაშიდან“ გაიყვანა.

„20 ივნისის შემდეგ „ოცნებამ“  ხალხი გადააგდო  და ვინც დღეს  მათთან ერთად კაბინეტებში ჯდება, მათ არც  ხალხი  აინტერესებს და არც მათი მონაპოვარი, ისინი მხოლოდ საკუთარი გადარჩენის საშუალებას  ეძებენ – ერთმანეთთან ვაჭრობით და უცხოელი პარტნიორის გადაწყვეტილებით, ვის მხარეს აირჩევს,  რადგან ზუსტად იციან რომ ხალხი მათ მხარეს აღარასოდეს დადგება.

ამიტომ, ხალხის ინტერესების კულუარულად განხილვა ამორალური მგონია!

მითუმეტეს, რომ ამ შეხვედრებზე პრაქტიკულად ყველაფერი „ევროული საქართველოს“  დომინაციით მიმდინარეობს –  პარტია, ვისაც  ხალხის ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს.

ანუ, არავის აქვს იმის უფლება, რომ მთავარი მამოძრავებელი ძალა -ხალხი – თამაშიდან გაიყვანოს. ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ ჯერ ხალხს უნდა ჰკითხოს, აქვთ თუ არა მათ სადმე წასვლის და მათი სახელით,  მათთვის გადაწყვეტილების მიღების უფლება და მხოლოდ ამის შემდეგ დასხდნენ, თუნდაც სადილებზე და თავის წარმოჩენას შეეცადონ.

დღევანდელ რეალობაში  კი,  ერთი რამ იკვეთება, რომ ხალხი, ამ ე.წ. პოლიტიკური  ელიტისთვის“  მხოლოდ საარჩევნო მასალაა და მეტი არაფერი.

მოკლედ, ჩვენი პოლიტიკური  ელიტის კლასი კი ძალიან დაბალია, მაგრამ ხალხია სამაგიეროდ ბრძენი და ეს შემოდგომაზე გამოჩნდება.“- აცხადებს დავით ჭიჭინაძე

მსგავსი თემები