“მინდია გორაძე 28-ში სადეპორტაციოდ გაამზადეს და ელოდნენ, საქართველოს წაეყვანათ” – რატომ შეაბრუნეს “კანონიერი ქურდი” ციხეში?!(ვიდეო)

„მინდია ლავასოღლის დაპატიმრების ვადა იყო 28 თებერვლამდე , ამის შემდეგ ის უნდა გადმოეცათ საქართველოში“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულ მინდია ლავასოღლის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

ნიკოლეიშვილის ინფორმაციით მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თურქეთის ხელისუფლებას არანაირი პრეტენზია არ აქვს. ადვოკატი თვლის, რომ ლავასოღლის ექსტრადირება დროულად უნდა მოხდეს, რასაც მისივე ვარაუდით ქართული მხარე აჭიანურებს.
„საქართველოს კანონმდებლობით ცხრა თვეზე მეტ ხანს ვერცერთ საექსტრადიციო პატიმარს ვერ გააჩერებ ციხეში, მე არ ვიცი თურქეთის სახელმწიფოში რა განუკითხაობაა, რომ მათ 28 ში გაათავისუფლეს პატიმრობიდან, წაიყვანეს სადეპორტო განყოფილებაში და ელოდებოდნენ , რომ საქართველოს ხელისუფლებას წამოეყვანა, თუმცა, როდესაც ერთი დღე ვერ გადმოიყვანეს, რამე აღმოჩნდა, რომ დაუსწრებელი სასამართლო ჩაუტარებიათ და მიიღეს გადაწყვეტილება, უკან მიბრუნების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ მიმალვის ალბათობის არსებობის გამო, ის კვლავ პატიმრობაში დატოვეს და ხელახლა მოათავსეს ციხეში“ განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტ მთავრის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ადვოკატისტვის გაუგებარია თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფს თურქეთის სახელმწიფო არაფერს ედავება,რატომ უნდა იყოს პატიმრობაში უცხო ქვეყანაში. ნიკოლეიშვილი იმ მძიმე პირობებზე საუბრობს, რაც მისივე თქმით თურქეთის ციხეშია. ადვოკატის ინფორმაციით მათთვის არაა ცნობილი რა ვადით იქნება თურქეთის ციხეში ლავასოღლი. ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ არც ქართული ხელისუფლება აკეთებს რამეს ექსტრადირებისთვის.

 „მთავარი პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა, რადგან ეს ადამიანი არის საქართველოს მოქალაქე, უკვე ვაპირებთ სტრასბურგს მივმართოთ. მათ არ გააკეთეს არანაირი განმარტება რა ვადით დააპატიმრეს ექსტრადიციისთვის გამწესებული ადამიანია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იგი დაკავებულია საქართველოში ექსტრადიციის მიზნით „- განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ადვოკატი რეაგირებისკენ ქართულ მხარეს მოუწოდებს, როგორც გელა ნიკოლეიშვილი ვარაუდობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების ხელახალი მიზეზი საქართველოს მთავრობის უყურადღებობა გახდა.

როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ლავასოღლის 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი თემები