„უსიმპტომო პაციენტები განსაკუთრებით საყურადღებოები არიან”- ივანე ჩხაიძე

„როგორც კი საეჭვო შემთხვევა ჩნდება რეკომენდაცია გვაქვს დავუკავშირდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს“ – ამის შესახებ “მედიაცენტ მთავრის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „თსუ“-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ჩხაიძე იმ რეკომენდაციებზე საუბრობს, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაიცა და რის საფუძველზეც ადგილობრივი მედიკოსები დატრენინგდნენ, პროფესორი აქცენტს საეჭვო პაციენტების იზოლირებაზე აკეთებს.

“ეს პაციენტები უნდა განთავსდნენ იზოლირებულად, ყველა პედიატრიული კლინიკის ამოცანაა გადაუდებელი რეაგირების დონეზე მოხდეს ამ პაციენტების იდენთიფიცირება, საბოლოო დადასტურებამდე კი უნდა იყვნენ ბოქსირებულ სივრცეში, პერსონალი, რომელიც მათთან კონტაქტობს არიან შესაბამისად ეკიპირებულები, დადასტურების შემთხვევაში პაციენტები გადაგზავნილები იქნებიან ინფექციური პათოლოგიის ცენტრში“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ივანე ჩხაიძე უსიმპტომო პაციენტებს ყველაზე საყურადღებოდ თვლის. იგი საყურადღებოდ თვლის, მხოლოდ რესპირაციულ სიმტომებსაც კი:

 „ჩვენ თავდაპირველ რეკომენდაციებში გვთავაზობდნენ ყველა იმ  პაციენტს, რომელსაც ჰქონდა ცხელება, ხველა და იმოგზაურა იმ ქვეყნებში სადაც ვირუსია გავრცელებული უნდა ჩაგვეთვალა, როგორც საეჭვო შემთხვევა, ბოლო რეკომენდაცია განსხვავებულია, ამოღებულია განმარტებიდან ცხელება და დარჩა რესპირაციული სიმპტომები, მაგალითად ხველა და საზღვარგარეთ მოგზაურობა ჩაითვალა საყურადღებო შემთხვევად. კლინიკურად უსიმპტომო მიმდინარეობის შემთხვევა შეიძლება უფრო მეტია და საჭიროა ზუსტად მათი გამოვლენა“ განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავრის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები