„15 წლამდე ასაკის დაინფიცირებულების რაოდენობა 2 % -ზე დაბალია“- ივანე ჩხაიძე

„არის ირიბი მოსაზრება, რომ შესაძლებელია კორონავირუსის დაბალ გავრცელებას მოზარდებში განაპირობებს იმუნიზაცია“- ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, “თსსუ”-ის პროფესორმა,იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, 20 და 15 წლამდე ასაკის ადამიანებში ძალიან დაბალია. სპეციალისტი ვერ აკონკრეტებს რა არის ზუსტი მიზეზი დაბალი მაჩვენებლის,თუმცა ეყრდნობა მოსაზრებას, რომ მოზარდებში ვირუსის ნაკლები გავრცელება იმუნიზაციას უკავშირდება:

„ძალიან მცირეა იმ ბავშვების რაოდენობა, როგორც ჩინეთში ასევე მსოფლიოში ვინც დაინფიცირდა საგულისხმოა, რომ 20 წლამდე ადამიანებში ვირუსის დაფიქსირების შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით 2 % -ია უფრო ნაკლებია 15 წლამდე ასაკში, ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მოზარდებს ვირუსისგან იმუნიზაცია იცავს აცრების სახით“-განაცხადა ივანე ჩხაიძემ. მანვე ისაუბრა იმ მოზარდზე, რომელიც დღემდე იაშვილის კლინიკაში რჩება, ჩხაიძის ინფორმაციით ბავშვი ჩვეულებრივ სეზონურ გრიპზე მკურნალობს.

“მოზარდთან დაკავშირებით, იგი მოვიდა იმ მიზეზის გამო, რომ მისი დედა მოთავსდა ინფექციური პათოლოგიის ცენტრში, შემოყვანისთანავე მოვიდა სპეციალისტი აიღო მასალა და კორონავირუსის ტესტი აღმოჩნდა უარყოფითი. დაფიქსირდა “а” ტიპის ვირუსი და იღებს მკურნალობას, როგორც გრიპის ვირუსით დაინფიცირებული.“- განაცხავა ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები