„კი არ დავემუქრე,  კარგად ვაგინე“ – ზაზა სარალიძე პროკურორზე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პროკურორთან კომუნიკაციას ადასტურებს და ამბობს, რომ მას კი არ დაემუქრა, შეაგინა.

„პროკურორ ზვიად ფხაკაძეს კი არ დავემუქრე, მე მას კარგად შევაგინე. რა პრობლემაა, გაასაჯაროვის რაც უნდა. მე არ ვმალავ რომ მას ვაგინე. ისევ კალანდიასთვის ხელის დაფარება რომ დაიწყო, მივწერე, კიდევ კალანდიას აფარებ ხელს-მეთქი?! სად არის ჩემი შვილის მკვლელი-მეთქი და შევაგინე. გაასაჯაროვოს, მე არაფრის მრცხვენია“ –  განუცხადა სარალიძემ „მთავარს“.

აღსანიშნავია, რომ პროკურორმა ზვიად ფზაკაძემ, 2017 წლის პირველ დეკემბერს მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა მის მიმართ მუქარაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ გუშინ, როდესაც ის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას  ახსნა-განმარტებას აძლევდა, მის მობილურ ტელეფონზე შევიდა მუქარის შემცველი ტექსტები, რაც მის საპროკურორო საქმიანობას და იმ ახსნა-განმარტების შინაარს უკავშირდებოდა, რომელსაც ის კომისიას აძლევდა.

მსგავსი თემები