უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობის დატოვებას აპირებს

“როიტერი” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრი კვლავ თანამდებობის დატოვებას აპირებს. 

როგორც ირკვევა, ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი მის გათავისუფლებას გეგმავს, სწორედ ამიტომ ალექსეი გონჩარუკმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრი ოფიცრებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობის დატოვების თხოვნით პრეზიდენტს პირველად იანვარში მიმართა. ალექსეი გონჩარუკის გადაწყვეტილება მის გარშემო აგორებულ სკანდალს უკავშირდებოდა.

უკრაინულ მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ პრეზიდენტი ეკონომიკაში ვერ ერკვევა. თუმცა მაშინ ვლადიმერ ზელენსკიმ მის გათავისუფლებაზე თხოვნა არ დააკმაყოფილა.

მსგავსი თემები