კორონავირუსის საფრთხის გამო, ავსტრალიამ ირანთან მიმოსვლის წესები გაამკაცრა

“როიტერის” ინფორმაციით, კორონავირუსის საფრთხის გამო, ავსტრალიამ ირანთან მიმოსვლის წესები გაამკაცრა. 

კერძოდ, ავსტრალიაში ჩასვლის მსურველებს პირველი მარტიდან ორკვირიანი საინკუბაციო პერიოდი სხვა ქვეყანაში უნდა ჰქონდეთ გატარებული. რაც შეეხება ირანიდან ჩასულ ავსტრალიის მოქალაქეებს, მათ 14 დღე იზოლაციაში უნდა გაატარონ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ავსტრალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით 25 ადამიანია დაინფიცირებული.

მსგავსი თემები