„თუ მოსახლეობას მიწისქვეშა დამუშავებით ადგება ზიანი, მათ უნდა მიიღონ კონპენსაცია“ – სულხან მახათაძე “შუქრუთის მაღაროზე” (ვიდეო)

„როცა მიმდინარეობს მიწისქვეშა ნგრევები და მოსახლეობას ადგება ზიანი, მათი სამართლიანი მოთხოვნები უნდა იყოს გათვალისწინებული“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სულხან მახათაძემ განაცხადა.

სულხან მახათაძე ჭიათურაში მოსახლეობასა და კომპანიას შორის არსებულ დავას გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა სახელმწიფომ ამ ორ მხარეს შორის თავიდანვე მედიატორის როლი იკისრა, თუმცა შეთანხმება დღემდე ვერ ხერხდება.

„ის უნდობლობის მომენტი, რომელიც მოსახლეობასა და კომპანიას შორის არსებობს ჩვენი მეშვეობით უნდა მოგვარდეს, იმედი მაქვს რომ ეს შეთანხმება მიღწეული იქნება. სახელმწიფო ვალდებულია, მოსახლეობასა და კომპანიას შორის მედიატორის როლი შეასრულოს. კომპანიამ უნდა იმუშაოს და ეს არის ქვეყნის ინტერესი, რომ საწარმო არ გაჩერდეს, თუმცა ამის ხარჯზე ხალხი არ უნდა დაზარალდეს. თუ ადამიანებს მიწისქვეშა სამუშაოებით ადგება ზიანი კონპენსაცია უნდა მიიღონ. თავიდან თითქოს მივიდნენ შეთანხმებამდე, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა. ყველაფერი უნდა გადაწყდეს დიალოგის რეჟიმში“ – განაცხადა სულხან მახათაძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება მოსახლეობასა და კომპანიას შორის  2019 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო, როდესაც მოსახლეობამ პირველად გააჩერა მაღაროებში სამუშაოები. ეს მას შემდეგ, რაც სოფელში განსაკუთრებით აქტიურად გაგრძელდა მანგანუმის მოპოვება.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.


მსგავსი თემები