„ნატო აგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას და გმობის სირიის რეჟიმისა და რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს იდლიბში“- იენს სტოლტენბერგი

„მე მათ მოვუწოდებ შეწყვიტონ თავდასხმები, პატივი სცენ საერთაშორისო კანონმდებლობას და მხარი დაუჭირონ გაერო-ს მცდელობებს, მოხდეს სიტუაციის მშვიდობიანი დარეგულირება“ – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს ელჩების საგანგებო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თურქეთის მიმართ მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული შეხვედრაც სოლიდარობის ნიშანია.

„დღევანდელი შეხვედრა ნათელი ნიშანია თურქეთისადმი სოლიდარობის. თურქეთი არის ნატო-ს მოქმედი მოკავშირე და მას უწევს ყველაზე მეტის გადატანა სირიაში არსებული საშინელი კონფლიქტის გამო. ნატო აგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას სხვადასხვა ზომებით, მათ შორის საჰაერო თავდაცვით, რომელსაც შეუძლია ქვეყანა სირიიდან მომდინარე სარაკეტო თავდასხმებისგან დაიცვას“, – აღნიშნულია ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.

ცნობისთვის, ნატო-ს ელჩების საგანგებო კონსულტაციები დღეს თურქეთის მოთხოვნით ბრიუსელში გაიმართა. ანკარამ ორგანიზაციას მას შენდეგ მიმართა, რაც გუშინ, იდლიბის რეგიონში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების თავდასხმის შედეგად 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.

მსგავსი თემები