საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. მოქალაქე, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა იტალიიდან ჩამოვიდა.

“მე, როცა პირველი შემთხვევა დავადასტურე, მაშინ ვთქვი, რომ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ახალი შემთხვევის რაოდენობა გაიზრდება ქვეყანაში“- ამის შესახებ დაავადების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. კორონავირუსის მეორე შემთხვევის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი საათის წინ დადასტურდა:

„მინდა ვთქვა, რომ გვიან ღამით დადასტურდა კიდევ ერთი ახალი შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის. გვიან არ გავაკეთეთ განცხადება, რადგან დღეს კორონავირუსის კიდევ ორ გენზე გავაკეთეთ რეაქცია და ერთი საათის წინ დამიდასტურეს, რომ გვაქვს დადებითი შემთხვევა. წყაროს წარმოადგენს იტალია ამ შემთხვევაში, არის მოგზაურობის ისტორია იტალიაში, არის საქართველოს მოქალაქე, მისი ჯანრმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ პირველი ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ის ამჟამად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი თემები