“დაანებეთ თავი გარდაცვლილის სულის შეურაცხყოფას და ჩვენზე ზეწოლას” – გუდაურში მოკლული მამაკაცის მეუღლე

„ჩვენ არ ვერევით გამოძიებაში ერთადერთი სურვილი მაქვს დაანებონ თავი გარდაცვლილის სულის შეურაცხყოფას და იმ საშინელ კომენტარებს რასაც ვკითხულობთ. ეს არის ძალიან ძნელი მოსასმენი“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გუდაურში გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლემ ნინო გულიაშვილმა გააკეთა.

გულიაშვილი საზოგადოებას მიცვალებულის პატივისცემას სთხოვს და მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„ჩემი ერთადერთი სათქმელია ბრალდებულის მხარემდე და საზოგადოებამდე მივიდეს ჩემი სიტყვა, დაანებონ თავი გარდაცვლილის შეურაცხყოფას, ჩვენზე ზეწოლას, იმ რაღაც საშინელ კომენტარებს. ამ ყველაფერს კითხულობენ ძმები, ჩვენ და მიდის დედის ყურამდე, რაც ყველაზე მძიმეა. ჩვენ დავკარგეთ ახალგაზრდა ბიჭი ვგლოვობთ და ამის საპასუხოდ ვისმენთ თუ როგორი იყო თაზო. დაველოდოთ გამოძიებას სასმართლოს და ყველაფერს გაეცემა პასუხი.“ – განაცხადა ნინო გულიაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ მკვლელობასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე კითხვა, რასაც მოგივანებით გაეცემა პასუხი.

მსგავსი თემები