„ეს იყო განზრახ მკვლელობა და არა მოგერიება“ – გუდაურში მოკლული მამაკაცის ოჯახი (ვიდეო)

კობიაშვილს შეეძლო მიემართა დაცვისთვის , დაერეკა პოლიციაში და თავიდან აერიდებინა მკვლელობა, ეს იყო განზრახული მკვლელობა და არა მოგერიება“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გუდაურში მოკლული მამაკაცის ადვოკატმა ნიკოლოზ წულეისკირმა განაცხადა. წულეისკირი იმ ვიდეოჩანაწერზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელდა.

„ვინმეს თუ აქვს ნანახი, როგორ წყნარად მიდის კობიაშვილი მანქანასთან, როგორ აღებს კარს და როგორ იღებს იარაღს. ეს კადრები რეალობას ასახავს. როდესაც გადის კობიაშვილი გარეთ შეუძლია თუ არა მას სწრაფი ნაბიჯით წავიდეს, ამის საწინააღმდეგოდ ვხედავთ, რომ კობიაშვილი ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად აკეთებს, მას შეეძლო დაექოქა მანქანა და გზა გაეგრძელებინა, კობიაშვილი იარაღით მიემართება სწორედ იქ, სადაც მოხდა შემთხვევა, ეს იყო განზრახ მკვლელობა და არა მოგერიება, შეიარაღებული კობიაშვილი მიემართება თამაზისკენ, არსებობს კადრები, რომ პირველი გასროლა ხდება ზევით და შემდეგ ქვევით“- განაცხადა ადვოკატმა. კობიაშვილს მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სურვილი აქვს საქმე ნაფიც მსაჯულებამდე მივიდეს. მისი განცხადებით აუცილებელი მოგერიების სიტუაციაში გარდაცვლილი იყო. ის საზოგადოებას მიმართავს მოკლულის მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფისგან თავი შეიკავოს.

„ჩემი სურვილია საქმე სასამართლომ განიხილოს, მთელი ამ ხნის განმავლობაში მიდიოდა გარდაცვლილისა და მისი ოჯახის შეურაცხყოფა. კობიაშვილის დაცვის მხარის სურვილია საქმე ნაფიც მსაჯულებს გადაეცეს, ვიდრე ვინმე განცხადებას გააკეთებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კარგად დაფიქრდეს, რადგან ყველაფერზე ადეკვატური პასუხი გვექნება.” – განაცხადა ნიკოლოზ წულეისკირმა.

გარდაცვლილის ადვოკატი იმ დაზიანებებზეც საუბრობს, რომელიც კობიაშვილს ჰქონდა მიყენებული, მისი ვერსია რადიკალურად განსხვავდება კობიაშვილის დაცვის მხარის მიერ გაჟღერებული ვერსიისგან.

„დიდი ეჭვი მაქვს, რომ დაზიანებები, რომელიც კობიაშვილს მიადგა იყო უკვე გასროლის მერე, როცა მან თამაზის ესროლა, თამაზი აღნიშნულ კადრებში საერთოდ არც ჩანს, იქ არის მომენტი, როცა კობიაშვილი დაბლა გდია და ურტყამენ, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ჩემი მოსაზრებით და მაქვს ამის თქმის უფლება ეს ხდება უკვე გასროლის შემდეგ. როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე ეცით პატივი გარდაცვალებულს, ნებისმიერ მსგავს შემთხვევაში ჩვენ გვექნება ადეკვატური პასუხი. გადაიტანეთ აღნიშნული საქმე იქ სადაც საჭიროა, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ და არა ჩვენ.” – განაცხადა ნიკოლოზ წულეისკირმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები