წულუკიანი, კახიშვილი, გახარია და სერგეენკო მთავრობაში უნდა დარჩნენ – დეპუტატი სამთავრობო ცვლილებებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობაში დღეს არიან ისეთი ფიგურები, რომლებიც პოლიტიკაში უნდა დარჩნენ და რომლებიც, თავიანთი ბიოგრაფიითა და პოლიტიკური წონით მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” სჭირდებიან.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გედევან ფოფხაძემ დღეს განაცხადა,
მიმდინარე სამთავრობო ცვლილებების შედეგად, სამწუხარო იქნება სამინისტროების გარეშე დარჩნენ ისეთი მინისტრები, რომლებსაც საკმაოდ კარგი ინსტიტუციონალური და პრაქტიკული ცოდნა აქვთ, ამ ადამიანების ცოდნის გარეშე იმ სისტემების დატოვება, რომლებსაც ისინი ხელმძღვანელობდნენ არ იქნება სწორი.

“ამ ადამიანების გარეშე სამთავრობო პროცესი გარკვეულ დონეზე შეიძლება შეფერხდეს. კახი კახიშვილი რომ ავიღოთ, ასეთი რესურსი სჭირდება ქართულ პოლიტიკას, არ აქვს მნიშვნელობა, კახიშვილს ექნება თუ არა მინისტრის პორტფელი. ის უნდა იყოს ისეთ სახელისუფლებო პოზიციაზე, სადაც თავისი რესურსის რეალიზებას მოახდენს. ​ასევე, თეა წულუკიანი. მიმაჩნია, რომ ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი გამოკვეთილი ფიგურაა. და მისი ყოფნა “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკური ხარისხის განმსაზღვრელია. ვის მოსწონს წულუკიანი და ვის არა ეს მათი პირადი საქმეა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის დარჩეს “ქართული ოცნებაში” თავისი ღირებულებებითა და ბიოგრაფიით. ასეთივე პოზიცია მაქვს გახარიასა და სერგეენკოსთან დაკავშირებით”, – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

მსგავსი თემები