სამინისტროებში გვყავს ადამიანები, რომლებმაც არ იციან თავიანთი ფუნქციები – გედევან ფოფხაძე

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ სამინისტროების რიცხოვნობა არ განსაზღვრავს მათი მუშაობის ხარისხს და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. არსებობს სამინისტროები, მაგრამ მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან მათი მუშაობით. ამის გამო სახელმწიფო მოხელეებთან კონფლიქტში შედიან.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გედევან ფოფხაძემ განაცხადა, ​სამინისტროების გაერთიანება არ ნიშნავს მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებას თუ შეცვლას. მთავრი პრობლემა არის მენეჯმენტის პრობლემა.

“სამინისტროებში გვყავს ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რატომ არიან სამინისტროებში, რა ფუნქცია აქვთ და რა უნდა აკეთონ. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები სახელმწიფო სტრუქტურებში ბლომად არიან. ხშირშემთხვევაში ეს უფრო სოციალურ პრობლემად განიხილება, ვიდრე მენეჯმენტის პრობლემად”, – აცხადებს დეპუტატი.​

გედევან ფოფხაძის აზრით, ​სამინისტროებში ადამიანების დასაქმება რა არის სოციალური პროგრამა, თუ ადამიანი კვალიფიციურია ის საკუთარ თავს სამინისტროს მიღმა სხვა სფეროშიც მონახავს. ხოლო თუ ადამიანური რესურსი სჭირდება სამინისტროს, რომ მისი მუშაობა ეფექტიანი იყოს, უნდა დაიტოვოს ის რესურსი რაც აქვს, მაგრამ საკითხის ისე დაყენება, რომ სამინისტროების რეორგანიზაციის დროს თანამშრომლების გაშვება არ შეიძლება და ეს ცუდია, დეპუტატის აზრით, არასწორია.

” მთავარი გამოწვევაა ის, რომ მოქალაქეებისთვის სამინისტროები ეფექტიანი არ არის და ამის გამო ჩინოვნიკებთან კონფლიქტში შედიან. სამინისტროს არსებობა თავისთავად რომ ნიშნავდეს რომელიმე სფეროს კარგ მომსახურეობას ხელისუფლების მხრიდან, მაშინ, რაც უფრო მეტი სამინისტრო იქნებოდა ქვეყანაში, ცხოვრება უკეთესი იქნებოდა”, – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

​მისივე თქმით, მოსახლეობას სჭირდება მომსახურეობა, ჩინოვნიკებს კი თავისი დამოკიდებულება აქვთ, ან ქვეყანა მიდის იმ გზით, რომ დაიხვეწოს პარტნიორული ურთიერთობები მოქალაქეებსა და სახელმწიფო მოხელეებს შორის, ან იქნება მონსტრი სამინისტროები, რომლებიც რეალურად ვერ წყვეტენ პრობლემებს.

 

მსგავსი თემები