„გრძელვადიანი ლიცენზიების საშუალებით ტყეს საფრთხე შეექმნა, დაკარგა სიცოცხლისუნარიანობა“

“ე.წ სანიტარულმა ჭრებმა, რომლის ჩატარების უფლებაც გრძელვადიანი ლიცენზიის მქონდე პირებს ჰქონდა ტყე განადგურებამდე მიიყვანა“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველმა მოადგილემ სულხან მახათაძემ განაცხადა.

მახათაძის განმარტებით ხშირად „სანიტარული ჭრები“  ტყის განადგურების მიზეზი ხდებოდა. მისივე ინფორმაციით დღეისთვის გაცმული ლიცენზიების ვადა 2028 წლამდეა.

„მივიღეთ ზოგან ისეთი ფაქტები, სადაც ტყის რეგენერაციის უნარი შემცირდა,გრძელვადიანი ლიცენზიების საშუალებით ტყეს საფრთხე შეექმნა დაკარგა სიცოცხლისუნარიანობა. ამის მიზეზი კი ე.წ სანიტარული ჭრები იყო, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ლიცენზიების შეჩერება დადებითი ნაბიჯია. დღეისათვის გაცემულია 31 – მდე ლიცენზია, რომელსაც ვადა 2028 წლისთვის ამოეწურება“- განაცხადა სულხან მახათაძემ.

მსგავსი თემები