„კანონში ცვლილება შევა საპატრიარქოზე გადაცემულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით“- სულხან მახათაძე (ვიდეო)

„პარლამენტი სულ მალე მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავს. „საქართველოს ტყის კოდექსის“ მიზანია ტყის მდგრადი მართვის გაუმჯობესება, ტყის მნიშვნელოვანი რესურსებისა და რაოდენობრივი ხარისხის გაზრდა“- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველმა მოადგილემ სულხან მახათაძემ “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისივე ინფორმაციით საქართველოს ტყის კოდექსის მიზანია, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა და კანონიერების განმტკიცება სატყეო ურთიერთობების სფეროში, ასევე, ტყეების მოვლა და აღდგენა კლიმატური, წყალმარეგულირებელი, დაცვითი, კულტურული, გამაჯანსაღებელი და სხვა სასარგებლო ბუნებრივი თვისებების შესანარჩუნებლად.

სულხან მახათაძემ დეტალურად ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც კანონპროექტის მიღების შემდგ სატყეო კოდექსში განხორციელდება. სპეციალისტმა ყურადღება მიწების გადაცემის კუთხითაც გაამახვილა:

„საპატრიარქოზე მიჩენის წესით შეიძლებოდა 20 წლიანი პერიოდის განმავლობაში ტყეების გადაცემა ახალი წესით ეს აღარ იქნება, მაგრამ არსებული ხელშეკრულებები არ გაუქმდება ვადის ამოწურვამდე, თუმცა ამის შემდეგ მთავრობის გადაწყვეტილებითვე შესაძლებელი იქნება უკვე ამ ტყეების მიყიდვა პირდაპირი წესით ან საპატრიარქოს საკუთრებაში გადაცემა  დაახლოებით 20 ჰექტრამდე მიწის. ეს მოხდება ძველი ისტორიული მართლმადიდებლური ტაძრების მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს მთავრობის გადაწყვეტილებით და გარემოს დაცვის სააგენტოს შუამდგომლობით“ – განაცხადა სულხან მახათაძემ „მედიაცენტ მთავარის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ 1999 წელს მიღებულ იქნა „ტყის კოდექსი“, თუმცა განვლილი წლების განმავლობაში, სპეციალისტების დაკვირვებით ეს სფერო მრავალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.


მსგავსი თემები