ისნის რაიონში, ნავთლუღის VI შესახვევს ოთხი ახალი სკვერი შეემატება

ისნის რაიონში მდებარე ნავთლუღის VI შესახვევს ოთხი ახალი სკვერი შეემატება. ამ დროისთვის, სამი სკვერის მოწყობა მეექვსე შესახვევის N3, N5 და N7 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, N9, N11 და N13 კორპუსებთან სკვერი და მრავალფუნქციური სპორტული მოედანი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მოეწყობა. 

ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე საკრებულოს წევრ ბექა დავითულიანთან და მაჟორიტარ დეპუტატ ნინო ლაცაბიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. გამგებელი და დეპუტატები  მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც გაეცნენ და ადგილობრივებთან ერთად, დაგეგმილი პროექტების დეტალები განიხილეს.

ოთხივე სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობისთვის ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 500 000 ლარამდე დაიხარჯება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები