1 იტალიელი, 5 ირანელი, 1 ქართველი და აზერბაიჯენელები „ბოქსირებულ“ განყოფილებაში რჩებიან, „კორონავირუსი“ – გლობალური გამოწვევა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიურ მზადყოფნას აცხადებს, კორონავირუსი აზიანებს ყველა ქვეყანას და ყველ კონტინენტს. საქართველოს მთავრობის დღევანდელი სხდომა სწორედ „ახალ კორონავირუსზე“ საუბრით გაიხსნა. ჯანდაცვის მინისტრმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა იმ რეალობაზე ისაუბრეს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშ არსებობს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „ბოქსირებულ განყოფილებაში“ ადგილები საკმარისია.

„გუშინ ინფექციური საავადმყოფოდან განხორციელდა იმ 13 ადამიანის გადაყვანა საკარანტინო ზოლში, რომლებიც არ იმყოფებოდნენ ინფიცირებულები. ამ დროისთვის, იმყოფება 10 პაციენტი. 5 იტალიიდან, აქედან 1 იტალიელია და 4 ქართველი, 5 არის ირანიდან, 1 არის ქართველი და დანარჩენი აზერბაიჯანელი. ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას. ამ დრუისთვის გვაქვს საკმარისი ადგილები, რათა მოვათავსოთ ის ადამიანები, რომელიც იმყოფებოდნენ ახლო კონტაქტში ინფიცირებულებთან“ – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები