აქვს თუ არა ინფექციურში მოთავსებული 14 პაციენტიდან რომელიმეს კორონავირუსი, უცნობია

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 14 პაციენტის ტესტის პასუხები კორონავირუსზე ჯერჯერობით უცნობია. ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ამის მიზეზი პაციენტების რაოდენობამ განაპირობა.

მარინა ებუზგაია ვარაუდობს, რომ ამ პაციენტების შემთხვევაშიც ტესტის პასუხი ნეგატიური იქნება.

“დღეს დილით მოხდა პაციენტებზე ტესტის აღება, რადგან 14 პაციენტი იყო, ჯერჯერობით პასუხები ხელზე არ გვაქვს. სავარაუდოდ 1-2 საათში იქნება მზად და გვეცოდინება ტესტების შედეგები. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა ნორმალურია და გამორიცხულია პნევმონია. დღის მანძილზე მათი მდგომარეობა იყო სტაბილური, საბოლოოდ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტესტის შედეგი იქნება ნეგატიური. ტესტის შედეგების დაგვიანება გამოიწვია რაოდენობამ. როგორც კი დასრულდება ტესტის შედეგები ალბათ მოგეწოდებათ. ჩვენ გვსურს, რომ არცერთი შემთხვევა არ გაგვეპაროს და ამაზე ვმუშაობთ. 37.1 რომ იყოს ტემპერატურა ყველა მსგავს პაციენტს კვლევა ჩაუტარდებათ,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები