„ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის ფანჯარაა იხურება“- კარლ ჰარცელი

„მე ადრეც ვთქვი, რომ შესაძლებლობების ფანჯარა იხურება და ეს ახლა კიდევ უფრო რეალურია“- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული დიალოგის გამართვის შესახებ განაცხადა.

„დიალოგის შესაძლო მომდევნო რაუნდისთვის თარიღი არ არის შეთანხმებული. როგორც იცით, მე და სხვა შუამავალი მხარეები ვმუშაობთ, რომ ვიპოვოთ არეალი, რომელზეც გარკვეული შეთანხმება შეიძლება. მე ადრეც ვთქვი, რომ შესაძლებლობების ფანჯარა იხურება და ეს ახლა კიდევ უფრო რეალურია.

ახლა ვცდილობთ მოვძებნოთ არეალი, რაზეც იმედი მაქვს შესაძლებელი იქნება ყველა მოთამაშის შეთანხმება. გულწრფელად მჯერა, რომ ეს საქართველოსთვის და მომავალი არჩევნებისთვის კარგი იქნება“,-აღნიშნა ელჩმა. კარლ ჰარცელმა ასევე იმედი გამოხატა, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.

„მე ამის იმედი მაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამხელა დროს არ მივუძღვნიდი ამ პროცესს. არ მიმაჩნია, რომ მხარეები ერთმანეთის დადანაშაულებას დაასრულებენ, რადგან ეს ქართული პოლიტიკური კულტურის ნაწილია“,-განაცხადა ჰარცელმა.

მსგავსი თემები