ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება

ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეები შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაიმართა გადაწყდა, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა სტრასბურგში გაიმართება. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალისა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებისთვის უნდა ემასპინძლა. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენდა, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებდა, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი დადგა.

მსგავსი თემები