“ეკონომიკა იზრდება და ეროვნული ვალუტაც გამყარების ტენდენციას იჩენს“ – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ეკონომიკა იზრდება და ეროვნული ვალუტაც გამყარების ტენდენციას იჩენს. ნათია თურნავას განმარტებით, ეს ყველაფერი სახელმწიფოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

„ყველა გლობალური გამოწვევის მიუხედავად, იქნება ეს რეგიონალური შოკები თუ თუნდაც კორონავირუსი, რომელიც ახალი გამოწვევაა, ჩვენი ეკონომიკა არის ძალიან ჯანსაღი. ჩვენი მაკროეკონომიკური ვითარება რეგიონში არის ჯანსაღი. ეკონომიკა იზრდება, ექსპორტი იზრდება, იმავდროულად ეროვნული ვალუტა მყარდება. ეს არის სწორი მონეტარული პოლიტიკისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი.

სამინისტროს ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა; იქნება ეს დაჩქარებული პრივატიზება,  წიაღისეულის დაჩქარებული გადამუშავება თუ დასაქმებაზე ორიენტირებული ღონისძიებები. ეს ყველაფერი გვაძლევს გარემოებას, როდესაც მაკროეკონომიკა სტაბილურია. ვუმკლავდებით შოკებს, ეკონომიკა იზრდება და ეროვნული ვალუტაც გამყარების ტენდენციას იჩენს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები