ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას მოუწოდებს, კორონავირუსის წინააღმდეგ მზადყოფნა გააძლიეროს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას კორონავირუსის წინააღმდეგ მზადყოფნის გააძლიერებისკენ მოუწოდებს.

“ახლა ვხედავთ მოვლენების იმ სცენარით განვითარებას, რაზეც რამდენიმე კვირის განმავლობაში ვსაუბრობდით. ვაფრთხილებდით ყველას, ქვეყნები უნდა იყვნენ მზად, რომ ვირუსი მათ კარზე დააკაკუნებს. სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს მზად, უნდა ჰქონდეს გავლილი ტრეინინგი და მოსახლეობის დასაცავად ზომები უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა.

კრისტიან ლინდმეიერის თქმით, ბევრ სახელმწიფოს პანდემიის შემთხვევაში, სამოქმედო გეგმა უკვე შემუშავებული აქვს, ნაწილი კი, მოვლენების განვითარების მიხედვით მოქმედებს.

მსგავსი თემები