ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ანალიზი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. ამის შესახებ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოზე ILNA-ზე დაყრდნობით “როიტერსი” წერს. 

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირაჯ ჰარირიჩი ავად არის და ახლა კარანტინში იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. დაავადებას უკვე 60-ზე მეტი პაციენტი ებრძვის. 

მსგავსი თემები