უხანში, ახალშობილი კორონავირუსისგან მკურნალობის გარეშე გამოჯანმრთელდა

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, უხანში 17 დღის ბავშვი, რომელსაც კორონავირუსი დაბადებისას დაუდგინდა, მკურნალობის გარეშე სრულად გამოჯანმრთელდა.

პატარა პაციენტი უხანის ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაში დაბადებიდან მალევე გადაიყვანეს. რადგანაც ახალშობილის დაავადება მსუბუქად მიმდინარეობდა, ექიმებმა გადაწყვიტეს, არ ჩაერიათ ანტიბიოტიკი და საშუალება მიეცათ პაციენტისთვის, ვირუსს თავად გამკლავებოდა. 

ახალშობილი ჩინეთში ვირუსისგან გამოჯანმრთელებული ყველაზე პატარა პაციენტია. გოგონა საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

მსგავსი თემები