“უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის მიერ შიშის ატმოსფეროა შექმნილი” – ვადიმ პრისტაიკო

“უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შიშის ატმოსფერო შეიქმნა და ნარჩუნდება, სამოქალაქო სივრცემ არსებობა შეწყვიტა, კანონის უზენაესობა კი, სრულად განადგურებულია”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა.

„მიმდინარეობს დაუფარავი დემოგრაფიული და ჰუმანიტარული ცვლილება. გაერო-ს გენერალური მდივნის ბოლო ანგარიში, სხვა ანგარიშებთან ერთად ასახავს ბნელ რეალობას“, – განაცხადა პრისტაიკომ.

უკრაინელმა დიპლომატმა გაერო-ს ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ვადიმ პრისტაიკოს თქმით, გაერო-ს ორგანოებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული მრავალი რეზოლუციის მიუხედავად, საოკუპაციო ძალა საერთაშორისო სამართალს უგულებელყოფს.

მსგავსი თემები