პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებულია პოლიცია

ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. როგორც შსს-ში განმარტავენ, კორპუსში, სავარაუდოდ აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი.

„პირველ და მეორე სართულებს შორის,  სავარაუდოდ, აღმოჩენილია  ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც ჩვენი მხრიდან ოპერატიული რეაგირება მოჰყვა. გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით“, – აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის უკან, არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვისთვის ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 14 მარტს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, დეპუტატ არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, მცირე ზომის სეიფი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სეიფში გარკვეული ოდენობის ფული და არჩილ თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა.

მსგავსი თემები