სოფელ კირბალთან, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 17 წლის მოზარდი გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 17 წლის მოზარდი გაიტაცეს. ინფორმაციას ადასტურებენ სუს-ში.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი იმ დროს დააკავეს, როცა ის ტყეში შეშას აგროვებდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდთან ერთად მყოფმა რამდენიმე პირმა გაქცევა მოასწრო, მოზარდი კი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოზარდის გასათავისუფლებლად.

მსგავსი თემები