“კიბერთავდასხმების პრობლემა მხოლოდ საქართველოს არ აქვს და არსებული ვითარება მიუღებელია” – ანდერს კნაპე

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე აცხადებს, რომ კიბერთავდასხმების პრობლემა მხოლოდ საქართველოს არ აქვს. 

„გარკვეული ძალები კიბერთავდასხმებს ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ იყენებენ არჩევნებში და ბიზნესსაქმიანობაში ჩარევისთვის. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის. ქვეყნები იძულებული არიან, კიბერთავდასხმებისგან დასაცავად ძალიან ბევრი ფული დახარჯონ, მაშინ, როდესაც შეუძლიათ, ეს თანხა გაცილებით სასარგებლო საქმისთვის გამოიყენონ, რაც მაგალითად არის ხალხის დახმარება. სწორედ ამიტომ, არსებული ვითარება მიუღებელია“, – განაცხადა რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევის თემის კომენტირებისას ანდერს კნაპემ.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე საქართველოს დღეს ეწვია. ვიზიტი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი თემები