ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან სამოქალაქო მოძრაობის „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ ინიციატივით აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

აქტივისტების განცხადებით, პარლამენტის შენობის გაყიდვა ქუთაისის განვითარების პერსპექტივისთვის საბოლოო განაჩენია. ისინი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ქუთაისის განვითარებას მიზანმიმართულად ებრძვის.

აქტივისტების თქმით, იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოონ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომელთა პროგრამის ნაწილი ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებაც იქნება.

აქციის მონაწილეებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

მსგავსი თემები