“აგვისტოს ომის დროს მიღებული საერთაშორისო დახმარება, მერაბიშვილის ხელშეწყობით გაიფლანგა” – სოფიო ხორგუანი

აგვისტოს ომის დროს ნაომარმა ქვეყანამ მიიღო საერთაშორისო დახმარებები ფინანსური თვალსაზრისით, მერაბიშვილთან დაახლოებული პირების მეშვეობით ეს თანხები გათეთრდა და მიითვისეს, ამ ყველაფერში პირდაპირ მონაწილეობდნენ ვანო მერაბიშვილთან დაახლოებული პირები,ეს ყველაფერი მისი პირადი კონტროლის ქვეშ ხდებოდა”- განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

ხორგუანი პოლიტიკური დევნის შემთხვევებსაც იხსენებს. მისი ინფორმაციით მერაბიშვილის პირდაპირი მითითებით ხორციელდებოდა ოპოზიციონერების დევნა.

“მერაბ ქათამაძე, რომელიც იყო წიგნის ფესტივალის დამფუძნებელი ჩაუდეს იარაღი და დააპატიმრეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო ოპოზიციური პარტიის წევრი, ასევე ძმები გუდაძეები გორში, რომლებიც მხოლოდ, იმიტომ, რომ ოპოზიციური პარტიის წევრები იყვნენ გამოაცხადეს კრიმინალებად, ძმები ტერაშვილები კი ტერორისტებად შერაცხეს.

ლევან ტერაშვილის სახლიდან კი ვითომ იარაღის არსენალი ამოიღეს.” – განაცხადა სოფიო ხუარგუანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

სოფიო ხორგუანის განცხადებით აღნიშნული საქმეების უმეტესობა მოხვედრილია სხვადასხვა ანგარიშებში, თუმცა ბევრი მათგანი ანგარიშის მიღმა დარჩა, რის მიზეზადაც პოლიტიკოსი იმ პერიოდში არსებულ უიმედობას უკავშირებს.

მსგავსი თემები