სოფიო ხორგუანი ვანო მერაბიშვილზე – “ის ვერ გაექცევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მას სასამართლო პროცესები ელოდება” (ვიდეო)

პოლიტიკოსი, სოფიო ხორგუანი ვანო მერაბიშვილს „საბჭოთა მენტალობის პრარაბს“ უწეოდებს და აცხადებს, რომ მას პოლიტიკური პასუხისმგებლობის ტარება სიცოცხლის ბოლომდე მოუწევს. ვანო მერაბიშვილის მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე სოფიო ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს.

სოფიო ხორგუანი იმ საქმეებზე საუბრობს, რომელიც დღემდე ძიებაშია: “მერაბიშვილი არ იყო არქიტექტორი იმ ყველაფრის, მაგრამ იყო ამ ყველაფრის საბჭოთა მენტალობის “პრარაბი.

“პროკურატურის ძიებაში არის ბევრი ისეთი საქმე რაზეც არ ყოფილა ხმაური, შემიძლია გავიხსენო ერთ-ერთი საქმე, რომელზეც უკვე არსებობს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს არის 15 ივნისის დარბევის საქმე, მნიშვნელოვანია ამ საქმის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანაა, ეს იყო შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდები, რომლებიც იდგნენ სამმართველოსთან მათ მიმართ პოლიციის სხვადასხვა ქვედანაყოფის წევრებმა მოაწყეს სადამსჯელო ოპერაცია, გალახეს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ასევე ასაკოვანი პოლიტიკოსები, თემურ ნერგაძე, გურამ ბერიშვილი, დაასისხლიანეს პოლიტიკოსი ზურაბ აბაშიძე, დავით გამყრელიძე პირადმა დაცვამ გადაარჩინა.”-განაცხადა სოფიო ხორგუანმა, მისივე ინფორმაციით არ არსებობს აღნიშნული დარბევის კადრები, რადგან ჟურნალისტებს წაართვეს კამერები და შემდეგ ელჩების დახმარებით დაუბრუნეს ცარიელი კასეტები.

სოფო ხორგუანი თვლის, რომ ყველამ პასუხი უნდა აგოს ვინც აღნიშნული სადამსჯელო ოპერაცია დაგეგმა.


მსგავსი თემები